ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად რუსთველი მიტროპოლიტი იოანე დაინიშნა
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველ მღვდელთმთავრად რუსთველი მიტროპოლიტი იოანე დაინიშნა.
გადაწყვეტილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო.
ქუთაის-გაენათის ეპარქია მღვდელთმთავრის გარეშე ივნისში დარჩა, როდესაც მიტროპოლიტი კალისტრატე გარდაიცვალა.