ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულთაგან ერთი ბათუმის სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა, ხოლო სამს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულთაგან ერთი ბათუმის სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა, ხოლო სამს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ ოთხი პირის მიმართ განაჩენი გამოაცხადა.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ დაკავებული იმედა აბაშიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მას ბრალი შეეცვალა და მხოლოდ ქურდული სამყაროს მხარდაჭერით დაკვალიფიცირდა, რაზეც ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა სასჯელი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გადაუვადდა.

ასევე, ბრალი გადაუკვალიფიცირდა კიდევ სამ დაკავებულს. მარად წითელაძეს ორი წლითა და ექვსი თვით, ჯამბულ ნაკაშიძეს ორი წლით, ბეჟან დეკანაძეს კი ერთი წლით, ექვსი თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით დაკავებულთა ახლობლები კმაყოფილები დარჩნენ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღესვე ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ სამ პირს გამოუტანა განაჩენი. აღნიშნული ბრალდებით გასულ წელს ბათუმში სულ 10 პირი დააკავეს.