ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ხამენეიმ ყასემ სოლეიმანის შემცვლელი დაასახელა. „ბიბისის“ ინფორმაცით, აიათოლა ხამენეის გადაწყვეტილებით, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეციალური ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ახალი ხელმძღვანელი გენერალი ისმაილ ყაანი იქნება.
როგორც ირანული მედია იუწყება, ისმაილ ყაანი ყასემ სოლეიმანის შემდეგ „ქუდსის ძალებში“ მეორე ფიგურა იყო.
აშშ-ის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული „ქუდსის ძალების“ ხელმძღვანელ ყასემ სოლეიმანის ესკორტზე საჰაერო თავდასხმა 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე განხორციელდა. გენერალი დაიღუპა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ოპერაცია პენტაგონმა ჩაატარა.