გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგის „ჟირონაში“ ზედიზედ მეორედ ითამაშა – ამჯერად, „საბურთალოს“ აღზრდილმა ესპანელთა მთავარი გუნდის ფორმა ლონდონის „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ მოირგო.
19 წლის ქართველმა ნახევარმცველი მოედანზე ბოლო 5 წუთი გამოჩნდა. ქოჩორაშვილი ერთი წელი „ჟირონას“ დუბლშემადგენლობაში თამაშობდა, მაგრამ უკვე ზედიზედ მეორე მატჩია პირველ გუნდში ადგილის დამკვიდრების შესაძლებლობას აძლევენ.
ამხანაგურ შეხვედრაში ფავორიტები ბრიტანელები იყვნენ. მატჩის დებიუტში ინგლისელები დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ მხოლოდ „ჟირონას“ გაჰქონდა და საბოლოოდ, ესპანელებმა სახელიანი მეტოქე 4:1 დაამარცხეს.