ქოჩორაშვილს კასტელიონში ოვაციებით შეხვდნენ - ვალენსიურ დერბიში „ლევანტე“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ ქართველი ნახევარმცველის ყოფილ კლუბს (სადაც ის იჯარით თამაშობდა), ასევე ვალენსიურ „კასტელიონს“ ესტუმრა და რეგიონულ დერბიში 0:2 დამარცხდა.
ლა ლიგა 2-ის მე-10 ტურის შეხვედრაში მასპინძელთა გულშემატკივრები საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის მოედანზე გამოჩენას ოვაციებით შეხვდნენ. გიორგიმ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 78 წუთი ითამაშა.
გიორგი წიტაიშვილის „გრანადამ“ კი შინ „ტენერიფეს“ უმასპინძლა და უზუნისა (20, 33) და ბოიეს (80, 90+5) დუბლებით დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 4:0. „ჯვაროსნების“ მცველი ვალენსიური კლუბის განაცხადში არ იყო.
სატურნირო ცხრილში „ლევანტე“ 15 ქულით მე-9 ადგილზე დაქვეითდა, ხოლო „გრანადა“ (16) ხუთეულში დაწინაურდა.