ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში ხანძრისას ხმელი ბალახი და ეკალბარდი დაიწვა
ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში ხანძრისას ხმელი ბალახი და ეკალბარდი დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია.
უწყების ცნობით, დაიწვა 2 500 კვადრატული მეტრის ფართობი.
ადგილზე მუშაობდა სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.