ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სოფელ ოჩხამურში მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლი დაკავებულია.

გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.