საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშველებმა 16 წლის მოზარდი გადაარჩინეს.
„ბიჭი ზღვაში იყო შესული და ძლიერი ტალღების გამო, ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებენ უწყებაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს, რომ ზღვაზე 4-ბალიანი შტორმია, რის გამოც ზღვაში შესვლა აკრძალულია. ტალღების სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს.