ქობულეთში მაშველებმა 16 წლის მოზარდი გადაარჩინეს [ვიდეო]
ქობულეთში მაშველებმა 16 წლის მოზარდი გადაარჩინეს [ვიდეო]

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშველებმა 16 წლის მოზარდი გადაარჩინეს.

„ბიჭი ზღვაში იყო შესული და ძლიერი ტალღების გამო, ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებენ უწყებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს, რომ ზღვაზე 4-ბალიანი შტორმია, რის გამოც ზღვაში შესვლა აკრძალულია. ტალღების სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს.

ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშველებმა 16 წლის მოზარდი გადაარჩინეს

ქობულეთი – ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშველებმა 16 წლის მოზარდი გადაარჩინესბიჭი ზღვაში იყო შესული და ძლიერი ტალღების გამო, ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდამის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს:დღეს, 10 აგვისტოს, ზღვაზე 4-ბალიანი შტორმია, რის გამოც ზღვაში შესვლა აკრძალულია. ტალღების სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევსგთხოვთ, გაითვალისწინოთ მაშველების რეკომენდაციები!

Posted by საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service on პარასკევი, 10 აგვისტო, 2018

დატოვე კომენტარი