ქობულეთში ფერმერებს თანადაფინანსების პრინციპით მობილური შემასხურებელი აპარატები გადაეცათ
ქობულეთში ფერმერებს თანადაფინანსების პრინციპით მობილური შემასხურებელი აპარატები გადაეცათ

ქობულეთის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც საკარანტინო ზონებია მოწყობილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ჯაბა ფუტკარაძესთან და ქობულეთის მერთან, მირიან ქათამაძესთან ერთად სამინისტროს პროგრამის „მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა“ ფარგლებში, ფერმერებს თანადაფინანსების პრინციპით მობილური შემასხურებელი აპარატები გადასცეს.

საკარანტინო ზონის სოფლების მოსახლეობას უფასოდ დაურიგდა 20 000 ცალამდე კიტრის, პომიდვრის, წიწაკის და ბადრიჯნის ჩითილი.

„საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მიმდინარეობს და ჩვენ დღეს ამოვიტანეთ შესაწამლი აპარატები, რომლებიც გადაეცემათ ფერმერებს, რათა მოახდინონ წამლობითი ღონისძიებების გატარება. ჩვენ ხვალიდან დავიწყებთ სასუქის, პესტიციდების და იმ პრეპარატების შემოტანას, რომელიც მნიშვნელოვანია უკვე სასოფლო საგაზაფხულო სამუშაოებისთვის და მისი წარმოებისათვის. ჩვენ დღეს ასევე სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში შემოვიტანეთ აღნიშნული საკარანტინო ზონებში ჩითილები. ეს არის კიტრის, პომიდვრის, წიწაკის და ბადრიჯნის ჩითილები, რომელიც შეეძლებათ გამოიყენონ მოსახლეობამ და შესაბამისად ზაფხულს შეხვდნენ მომზადებულები. გადაადგილების პრობლემა არ შეექმნებათ არც ერთ დისტრიბუციის მანქანას და გადაუდებელი ღონისძიებისთვის ავტომობილს. რაც შეეხება ფერმერებს, მათ შეუძლიათ დილის 06:00 საათიდან 08:00 საათამდე მოახდინონ გადაადგილება და საღამოს 18:00 საათიდან 19:00 საათამდე დაბრუნდნენ სახლებში“, – განაცხადა ტიტე არეშიძემ

„სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, მიიღოს შესაწამლი აპარატები, რომელიც აუცილებელია სხვადსხვა სახის კულტურების მოვლისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ დღეს ამ სოფლების მოსახლეობას უსასყიდლოდ გადაეცემა ჩითილები, რომელიც არის გამოყვანილი სოფლის მეურნეობის სასათბურე მეურნეობაში. ხვალიდან აქ განთავსდება მოძრავი მაღაზია, რომელიც მოსახლეობას მინერალური სასუქებით და პესტიციდებით მოამარაგებს“, განაცხადა ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ.