ქობულეთში ერთი თვის წინ გაუჩინარებული მოზარდის ახლობლები აქციას მართავენ
ერთი თვის წინ გაუჩინარებული გოგი დოლიძის ოჯახი საგამოძიებო ორგანოს არაეფექტურ ქმედებებში ადანაშაულებს.
გამაფრთხილებელი აქცია ამ წუთებში ქობულეთის ცენტრში მიმდინარეობს.
შეკრებილები ითხოვენ, საქმე პირად კონტროლზე მთავარმა პროკურორმა და შს მინისტრმა აიყვანოს. აქციის მონაწილეთა თქმით, გამოძიება გაჭიანურებულია და ამ დრომდე ხელჩასაჭიდი არ აქვთ.
ოჯახი 17 წლის მოზარდის გაუჩინარების ერთ-ერთ ვერსიად ინტერნეტ თამაშს ასახელებდა.
აქციაზე ადგილობრვი მთავრობის წევრებიც არიან.