ვახტანგ გომელაური - ძალიან დიდი ხანია, ვმუშაობ ძალოვან უწყებაში და არ მახსოვს, ასეთი მასიური ძალადობა განხორციელებულიყო ჟურნალისტების მიმართ
ვახტანგ გომელაური - ძალიან დიდი ხანია, ვმუშაობ ძალოვან უწყებაში და არ მახსოვს, ასეთი მასიური ძალადობა განხორციელებულიყო ჟურნალისტების მიმართ

ძალიან დიდი ხანია, ვმუშაობ ძალოვან უწყებაში და არ მახსოვს, ასეთი მასიური ძალადობა განხორციელებულიყო ჟურნალისტების მიმართ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტმა მინისტრს ჰკითხა, რატომ დაიწყო ჟურნალისტების მიმართ აგრესია 5 ივლისს.

„ამაზე ჩვენც ბევრი კითხვა გვაქვს, სიმართლე გითხრათ. ძალიან დიდი ხანია, ვმუშაობ ძალოვან უწყებაში და არ მახსოვს, რომ ასეთი მასიური ძალადობა განხორციელებულიყო ჟურნალისტების მიმართ. ერთეული შემთხვევები ყოფილა, მაგრამ ასეთი მასიური თემა არა.

არც გვიფიქრია, სიმართლე რომ გითხრათ, არ მიყვარს მითებით და ტყუილებით საუბარი, ნამდვილად არ გვიფიქრია, რომ ასეთი რაღაც შეიძლება მომხდარიყო, რომ ჟურნალისტებზე აგრესია წამოსულიყო ან ერთი, ან მეორე მხრიდან“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.