ქობულეთში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით ქობულეთის კლინიკაშია გადაყვანილი.
შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცებს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილე მეორე პირი მიიმალა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19.108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციისა და ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფები მუშაობენ.