ქობულეთის სოფელ გვარაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.
დაშავებულთა შორის ერთი ორსულია, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.