ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა
ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. შემთხვევა ქობულეთის შემოვლით გზაზე მოხდა.
ერთმანეთს ორი ტრაილერი შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ერთ-ერთი ამოყირავდა.
გარდაცვლილიც და დაშავებულიც კლინიკაში სასწრაფო დახმარებამ გადაიყვანა. მედიკოსთა განცხადებით, ორივე მათგანს შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა, თუმცა ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და იგი კლინიკაში გარდაიცვალა.
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.