ქობულეთის ოთხ სოფელში დღის განმავლობაში 2000-ზე მეტი ადამიანი გამოიკვლიეს
ქობულეთის ოთხ სოფელში – გვარაში, მუხაესტატეში, წყავროკასა და ლეღვაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის მეორე დღეს 2000-ზე მეტი ადამიანი იქნა გამოკვლეული.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეებისგან თერმოსკრინინგის პარალელურად ისმენენ ანამნეზს, ანუ ინფორმაციას იმის შესახებ, ჰქონდათ თუ არა მათ ბოლო ორი კვირის განმავლობაში რაიმე სახის რესპირატორული ჩივილები.
საკარანტინო პირობების ორ დღეში შესწავლილია ჯამში 3600-ზე მეტი ადამიანის მდგომარეობა. ოთხ სოფელში სულ 11 000 მოსახლეა. მედიკოსთა ჯგუფები ყველა მათგანს გამოიკვლევენ და საჭიროების შემთხვევაში, ლაბორატორიულ კვლევებსაც ჩაუტარებენ.
მასობრივი თერმოსკრინინგი ხვალ დილიდან გაგრძელდება.