ქობულეთის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი დღეს 1 723 ადამიანს ჩაუტარდა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში თერმოსკინრინგი გრძელდება. ქალაქ ქობულეთში დღეს 986 ადამიანი შემოწმდა, ცეცხლაურსა და ჯიხანჯურში კი 737. შემოწმებულთაგან საეჭვო სიმპტომი არც ერთ ადამიანს არ აღენიშნებოდა. საერთო ჯამში, დღეს თერმოსკრინინგი 1 723 ადამიანს ჩაუტარდა.
თერმოსკრინინგი უკვე დასრულდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ საკარანტინო სოფლებში – მუხაესტატეში, წყავროკაში, ლეღვასა და გვარაში.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი უკვე 19 998 ადამიანს ჩაუტარდა.