ქობულეთის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების შესასვლელებს სამართალდამცველები აკონტროლებენ
ქობულეთის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების შესასვლელებს სამართალდამცველები აკონტროლებენ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, სადაც მკაცრი საკარანტინე პირობები მოქმედებს, დილიდან სასაფლაოების შესასვლელებს სამართალდამცველები აკონტროლებენ.

17 აპრილიდან 10 დღის ვადით სასაფლაოებზე გადაადგილება აკრძალულია.

მთავრობის დადგენილებით, აკრძალვა არ ეხება მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას.