ქობულეთის მუნიციპალიტეტში დღეს თერმოსკრინინგი 2 834 ადამიანს ჩაუტარდა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში დღეს თერმოსკრინინგი 2 834 ადამიანს ჩაუტარდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დღეს თერმოსკრინინგი 2 834 ადამიანს ჩაუტარდა. მათგან საეჭვო მხოლოდ ერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, სადაც მკაცრი საკარანტინო პირობები მოქმედებს, თერმოსრკინინგით 11 196 ადამიანი შემოწმდა, საიდანაც საერთო ჯამში საყურადღებო 25 მოქალაქის მდგომარეობა აღმოჩნდა. ტესტირების შემდეგ მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

დღეს თერმოსკრინინგით მუხაესტატეში 227, წყავროკაში 106, ოჩხამურში 534, სასადილოში 103, გელაურში 1 081, ხოლო ლეღვაში 783 პირი ადამიანი შემოწმდა.