ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვებია, თერმოსკრინინგი დღეს 2 000 პირს ჩაუტარდა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვებია, თერმოსკრინინგი დღეს 2 000 პირს ჩაუტარდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში თერმოსკრინინგი დღეს ჯამში 2 000 პირს ჩაუტარდა.

​როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა, მირიან ქათამაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, რამდენიმე ადამიანს ტემპერატურის უმნიშვნელო მატება დაუფიქსირდა და მათზე ექიმები კონტროლს განახორციელებენ.

„დღესაც სრული დატვირთვით მიმდინარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელიც მოქცეულია საგანგებო რეჟიმის ფარგლებში თერმოსკრინინგი. დაახლოებით 2 000 მოქალაქე იქნა შემოწმებული, დაფიქსირდა ექიმების ინფორმაციით უმნიშვნელო ხასიათის ჩივილები, უმნიშვნელო მატება ტემპერატურის, მაგრამ შესაძლებელია, ეს იყოს საყურადღებო შემთხვევები და ეპიდემილოგები შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ. თერმოსკრინინგი დასრულდა გვარაში და დარჩენილია რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეული, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სრული დატვირთვით მუშაობის შედეგად ძალიან მალე მორჩება ეს პროცესი“, – განაცხადა ქობულეთის მერმა.