ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში - გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში თერმოსრკინინგით 8362 ადამიანი შემოწმდა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში აქტიურად გრძელდება თერმოსკრინინგი. სოფლებში, სადაც მკაცრი საკარანტინო პირობები მოქმედებს, თერმოსრკინინგით 8362 ადამიანი შემოწმდა, საიდანაც საყურადღებო საერთო ჯამში 25 ადამიანის მდგომარეობა აღმოჩნდა, თუმცა გამოკვლევის შემდეგ მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ.
სოფლებში აქტიურად განაგრძობენ მუშაობას სასურსათო მაღაზიები. მაღაზიის მფლობელების განცხადებით, მათ პროდუქტებს საკმარისი მარაგი აქვთ.
მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის მიხედვითაც დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა, იზიარებენ მაღაზიის მფლობელები, ისინი მომხმარებლებს პირბადის გარეშე მაღაზიაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.
სასურსათო მაღაზიებთან სოციალური დისტანციის დაცვას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.