ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარასთან საკონტროლო-გამშვები პუნქტის მოწყობა მიმდინარეობს
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვარასთან საკონტროლო-გამშვები პუნქტის მოწყობა მიმდინარეობს.
ადგილზე იმყოფებიან როგორც სამხედროები, ასევე შსს-ს ქვედანაყოფები. სამხედროები შლიან კარავს, გზაზე კი, პატრულმა უკვე დაიწყო ავტომობილების შეჩერება. ჯერ გვარას მიმართულებით მოძრაობა შეჩერებული არ არის. როდის და რა ფორმითამოქედდება მკაცრი საკარანტინო შეღუდვება, ამის შესახებ განცხადებას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილი გააკეთებს.
ადგილზე ელოდებიან ასევე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესაც.
გზა, სადაც ამ წუთებში სამუშაოები მიმდინარეობს, ქობულეთს იმ სოფლებთან აკავშირებს, სადაც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები გამოცხადდა, ეს სოფლებია გვარა გვარა, მუხაესტატე, ლეღვა და წყავროკა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება. ამასთან, ამ დროისთვის, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ასევე დაწესებულია ლენტეხში, ბოლნისსა და მარნეულში.