ქობულეთის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა. მირიან ქათამაძე ბინაზე მკურნალობს. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მერი თავს კარგად გრძნობს.
თვითიზოლაციაში გადავიდნენ მერის მოადგილეები, თანაშემწე, ადმინისტრაციული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელები.
„პასუხისმგებელი პირები, მათ შორის მერი მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებენ“, – აცხადებენ პრესსამსახურში