ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტები სირიაში, ქალაქ დუმაში ჩავიდნენ
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტები სირიის ქალაქ დუმაში ჩავიდნენ.
ინსპექტორები ათი დღის წინ სავარაუდო ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს გამოიძიებენ.
ფაქტების დამდგენი მისია ფოკუსირებულია 7 აპრილს რამდენიმე ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად სირიის ხელისუფლებამ საბრძოლო ოპერაციის ბოლო ეტაპზე ქიმიური იარაღი გამოიყენა.
სირიელი აქტივისტების ინფორმაციით, სავარაუდო ქიმიურ თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა.
ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების ადგილზე წვდომის ნებართვა ჟურნალისტებსაც მისცეს.
16 აპრილს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ სირიამ და რუსეთმა ექსპერტებს ქალაქში შესვლა აუკრძალეს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსეთმა და სირიამ ინსპექტორების შეყოვნება უსაფრთხოების საკითხების პრობლემებით ახსნეს. ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდებას სირიის ხელისუფლება უარყოფს.