ქიმიური იარაღის აკრძალვის ექსპერტები სირიაში მუშაობას დღეს დაიწყებენ
ქიმიური იარაღის აკრძალვის ექსპერტები სირიაში მუშაობას დღეს დაიწყებენ

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტები აღმოსავლეთ ღუტას ქალაქ დუმაში მუშაობას დღეს შეუდგებიან. ისინი 7 აპრილს განხორციელებული შეტევის ადგილს მოინახულებენ და ნიმუშებს აიღებენ.

ამჟამად დუმას მთლიანად სირიელი ჯარისკაცები აკონტროლებენ. ქალაქში იმყოფებიან რუსეთის სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებიც. სირიის ხელისუფლება აცხადებს, რომ სპეციალისტებს დუმაში დაბრკოლება არ შეექმნებათ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 7 აპრილს ქალაქ დუმაში, ქიმიური შეტევის შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა. სირიელი მოხალისეების მტკიცებით, იერიშის დროს 40 ადამიანი დაიღუპა.