ქეთევან კიკნაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს
16:24, 12.07.2024
საზოგადოება ქეთევან კიკნაძეს დაემშვიდობა. მსახიობი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, მეუღლის, გიგა ლორთქიფანიძის გვერდით დაკრძალეს.
ქეთევან კიკნაძის სამოქალაქო პანაშვიდი მარჯანიშვილის თეატრში დილიდან მიმდინარეობდა. ქეთევან კიკნაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა გააცილეს.
პანაშვიდზე კიკნაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
ქართველი მსახიობი ქეთევან კიკნაძე 85 წლის ასაკში 9 ივლისს გარდაიცვალა.