ქეთევან ციხელაშვილი - ოკუპაციის წინააღმდეგ გულწრფელი ახალგაზრდების პროტესტს არათუ ვუერთდები, არამედ ოკუპაციის წინააღმდეგ მთავრობის წევრებთან ერთად ყოველდიურად ვმუშაობ
ოკუპაციის წინააღმდეგ გულწრფელი ახალგაზრდების პროტესტს არათუ ვუერთდები, არამედ ოკუპაციის წინააღმდეგ ჩემი ყოველდღიური შრომით, მთავრობის წევრებთან ერთად ვმუშაობ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განუცხადა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით.
ციხელაშვილის თქმით, იმ მთავრობის წევრია, რომელიც საქმეზე არის ორიენტირებული.
„ახლახანს პარლამენტისგან მანდატი მივიღეთ. არ ვიცი, აქციაზე ახლა რა მოთხოვნები აქვთ, მაგრამ მოთხოვნები და პროტესტი იყო ოკუპაციის წინააღმდეგ. ოკუპაციის წინააღმდეგ გულწრფელი ახალგაზრდების პროტესტს არათუ ვუერთდები, არამედ ოკუპაციის წინააღმდეგ ჩემი ყოველდღიური შრომით, მთავრობის წევრებთან ერთად ვმუშაობ. სხვა პოლიტიკურ და ტრანსფორმირებულ ლოზუნგებზე კომენტარებს სერიოზულად ვერ გავაკეთებ”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე. პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს, რომელსაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერებიც შეურთდნენ.