ქერჩის სრუტესთან დაკავებული უკრაინელი საზღვაო ოფიცრები სიმფეროპოლიდან მოსკოვის იზოლატორში გადაჰყავთ
ქერჩის სრუტესთან დაკავებული უკრაინელი საზღვაო ოფიცრები სიმფეროპოლიდან მოსკოვის იზოლატორში გაჰდაყავთ. ამის შესახებ ყირიმის ე.წ. ომბუდსმენმა, ლუდმილა ლუბინმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, უკრაინელი მეზღვაურების საქმეზე მოსკოველი გამომძიებლების ჯგუფი იმუშავებს.
25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, დაშავდა რამდენიმე უკრაინელი მეზღვაური. რუსეთმა სამი უკრაინული ხომალდი და 24 უკრაინელი მეზღვაური დააკავა. ანექსირებული ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლის ე.წ. სასამართლომ დაკავებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რუსეთის ხელისუფლება მათ სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებს, რაც ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ქერჩის სრუტესთან განვითარებული მოვლენების შემდეგ უკრაინამ 30-დღიანი საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.