ქემალ ქილიჩდაროღლუ - გამოგონილი ისტორია, რომელიც 60 პროცენტით დაიწყო, ახლა 50 პროცენტამდე ჩამოვიდა
გამოგონილი ისტორია, რომელიც 60 პროცენტით დაიწყო, ახლა 50 პროცენტამდე ჩამოვიდა, – ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა საარჩევნო წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებში დარჩენისკენ მოუწოდა.
„ჩემო ხალხო, ამაღამ არ დავიძინებთ. საარჩევნო წარმომადგენლებო, არ დატოვოთ ადგილი“, – წერს ქილიჩდაროღლუ.
„ჰაბერთურქის“ მონაცემებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, 50.30 პროცენტით ლიდერობს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, 43.91%-ით მეორე ადგილზეა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ, მესამე ადგილზე კი სინან ოღანი – 5.31 პროცენტით.