ქედაში, სოფელ ბზუბზუსთან ახლოს ხანძარია. ცეცხლის რამდენიმე კერა გუშინ გაჩნდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა განცხადებით, ცეცხლი ტყის დაბალ საფარს – ბუჩქებსა და ეკალბარდებს მოედო.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია 115 მეხანძრე-მაშველი, სამუშაოებში ადგილობრივებიც არიან ჩართული. ხანძრის ლიკვიდაციას რთული რელიეფი აფერხებს.
გუშინ ღამით ცეცხლის კერების ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა ძლიერი ქარის გამო, დღეს ახალი კერები გაჩნდა.
ქედის მერიაში აცხადებენ, დასახლებულ პუნქტში ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არის.