ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 59 პაციენტია მოთავსებული
ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 59 პაციენტია მოთავსებული

ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ჰოსპიტალში 59 პაციენტი მკურნალობს. როგორც საველე ჰოსპიტალის კოორდინატორი მერაბ ჩიქოვანი ამბობს, ყველა მათგანი საშუალო სიმძიმისაა.

„ამ ეტაპზე, ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში მკურნალობას აგრძელებს 59 საშუალო სიმძიმის პაციენტი. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ერთი პაციენტი მცხეთის „ჯეო-ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს. ვაგრძელებთ პაციენტების მიღებას, მეტწილად არიან ჟანგბადდამოკიდებულები.

ჰოსპიტალში ადგილების მომზადება ხდება ეტაპობრივად და როგორც თავიდანვე ითქვა, უახლოეს მომავალში 200 საწოლამდე ავალთ. გვაქვს თავისუფალი ადგილები, მუდმივად ვართ სატელეფონო ზარებზე. პაციენტების სელექცია ხდება შესაბამისი სიმძიმის მიხედვით და საჭიროების გათვალისწინებით მიმდინარეობს მათი შეყვანა. პაციენტები ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევებით არიან უზრუნველყოფილი“, – განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.