ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 94 პაციენტია მოთავსებული

11:16, 31.08.2021

ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში ამ ეტაპზე მკურნალობას აგრძელებს 94 პაციენტი.

როგორც  ჰოსპიტალის კოვიდდეპარტამენტის კოორდინატორმა, მერაბ ჩიქოვანმა განაცხადა, პაციენტების უმეტესობა ჟანგბადდამოკიდებულია.

„სტაციონარში ამ ეტაპზე მკურნალობას აგრძელებს 94 პაციენტი. პაციენტების ზოგადი მდგომარეობის გაუარესების გამო, ორი პაციენტი გადაყვანილია კლინიკაში. ბინაზე გაეწერა ოთხი პაციენტი. დღეისთვის მზადდება პაციენტები გასაწერად, რომლებიც ლაბორატორიული კონტროლის შემდეგ გაეწერებიან. პაციენტების უმეტესობა ჟანგბადდამოკიდებულია“, – განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.

მსგავსი