ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 91 პაციენტია მოთავსებული
ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საველე ჰოსპიტალში ამ ეტაპზე მკურნალობას აგრძელებს 91 პაციენტი.
ჰოსპიტალის კოვიდდეპარტამენტის კოორდინატორის მერაბ ჩიქოვანის ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა მეტწილად საშუალო სიმძიმისაა.
„ამ ეტაპზე სტაციონარში მკურნალობას აგრძელებს 91 პაციენტი. პაციენტების მდგომარეობა მეტწილად არის საშუალო სიმძიმის, უმეტესობას მიეწოდება ჟანგბადი, ნაწილი არის უჟანგბადოდ და მზადდება ბინაზე გასაწერად. თავისუფალი ადგილები გვაქვს და შეგვიძლია, პაციენტები მივიღოთ. მძიმე პაციენტები ამ ეტაპზე არ გვყავს“, – განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.