ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 92 პაციენტია მოთავსებული
ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 92 პაციენტია მოთავსებული

ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ჰოსპიტალში 92 პაციენტი მკურნალობს.

როგორც საველე ჰოსპიტლის კოორდინატორი მერაბ ჩიქოვანი ამბობს, ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით პაციენტები დღეს ბინაზე გაეწერებიან.

„სტაციონარში მკურნალობას დღეს დილით აგრძელებს 92 პაციენტი. ბინაზე ექვსი პაციენტი გაეწერა. დღესაც იგეგმება გაწერა, ვნახოთ, როგორი იქნება მათი ლაბორატორიული კვლევის შედეგები. მეტწილად პაციენტები კვლავ ჟანგბადდამოკიდებული არიან, მაგრამ გვყავს თერაპიული პროფილის პაციენტებიც“, – განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 684 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 695 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 83 პაციენტი.