ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 84 პაციენტია მოთავსებული
ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში ამ ეტაპზე მკურნალობას აგრძელებს 84 პაციენტი.
როგორც ჰოსპიტალის კოვიდდეპარტამენტის კოორდინატორმა, მერაბ ჩიქოვანმა განაცხადა, პაციენტების უმეტესობა ჟანგბადდამოკიდებულია.
„სტაციონარში მკურნალობას აგრძელებს 84 პაციენტი. მორიგეობის განმავლობაში გაეწერა რვა პაციენტი. მეტწილად პაციენტების მდგომარეობა მაინც არის საშუალო სიმძიმის, თუმცა გვყავს მსუბუქი მიმდინარეობისაც. პაციენტები მეტწილად მოიხმარენ ჟანგბადს. ძირითადად ხანშიშესული პაციენტები არიან. ერთ პირს დასჭირდა კლინიკაში გადაყვანა“, – განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.