თბილისში, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მოხდა ნაწილობრივი ევაკუაცია. ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახური არის მობილიზებული.
პირველადი ინფორმაციით, შევიდა შეტყობინება ნაღმის არსებობის შესახებ, რაც არ დადასტურდა. ამის მიუხედევად, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.