სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ ევაკუაცია გამოცხადდა

14:53, 09.07.2019

თბილისში, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მოხდა ნაწილობრივი ევაკუაცია.​ ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახური არის მობილიზებული.

პირველადი ინფორმაციით, შევიდა შეტყობინება ნაღმის არსებობის შესახებ, რაც არ დადასტურდა. ამის მიუხედევად, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

მსგავსი