ქართველმა სუმოისტმა გაგამარუმ კარიერა დაასრულა (ვიდეო)

თეიმურაზ ჯუღელმა სუმოს სამყაროში ფეხი 2007 წელს შედგა. მას მერე მან ნაბიჯ-ნაბიჯ იარა უმაღლესი დივიზიონისკენ, თუმცა ტრავმებმა ხელი შეუშალა და იყო პერიოდი, როცა დიდი დრო მკურნალობა-რეაბილიტაციას შეალია. 33 წლის ასაკში თეიმურაზმა, ისევ და ისევ ტრავმების გამო, კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

გთავაზობთ 2017 წელს პირველი არხის მიერ მომზადებულ მეტად საინტერესო ფილმს სუმოსა და ქართველი მებრძოლების შესახებ.