ქართველმა მხატვრებმა ჯვართამაღლების დღესასწაულთან და სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ფერწერული ტილო „გზა ტაძრისკენ, გზა ამაღლებისკენ“ შექმნეს
ჯვართამაღლების დღესასწაულთან და სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში ცნობილმა ქართველმა მხატვრებმა მასშტაბური ფერწერული ტილო „გზა ტაძრისკენ, გზა ამაღლებისკენ“ შექმნეს.
ფერწერულ ნამუშევარი 30-მდე მხატვრის მიერ ორი საათის განმავლობაში იქმნებოდა.
ტილოზე სიმბოლურად აფხაზეთში მდებარე ბედიის ტაძარია გამოსახული, სადაც ერთიანი საქართველოს სიმბოლო, მეფე ბაგრატ მესამე არის დაკრძალული.
დღევანდელი დღისადმი მიძღვნილი ფერწერული ნამუშევარი სამების საკათედრო ტაძარში იკურთხა.