ქართველი სასულიერო პირები იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს, თეოფილოს მესამეს შეხვდნენ [ვიდეო]

იერუსალიმში მყოფში ქართველი სასულიერო პირები იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს, თეოფილოს მესამეს შეხვდნენ და აღდგომის დღესასწაული მიულოცეს.

იერუსალიმის საპატრიარქოში შემდგარ საგანგებო შეხვედრას დაესწრნენ ქართველი მომლოცველებიც. მათ თეოფილოს მესამისგან წითელი კვერცხები და მილოცვები მიიღეს.