ქართველი სამბისტების ექვსი მედალი შეჯიბრების პირველ დღეს | მინსკი 2019 (ფოტოამბავი)
22:21, 22.06.2019
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქართველმა სამბისტებმა დღეს წარმატებით იასპარეზეს და ექვსი მედალი მოიპოვეს.
პირველმა ეს ბესარიონ ბერულავამ გააკეთა, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში რუმინელი მეტოქე სერგიუ ოსლობანუ დაამარცხა. ამის შემდეგ ოქროს მედალი ვახტანგ ჩიდრაშვილმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში რუს საიან ხერტეკს აჯობა.
ოქრო მოიპოვა ასევე დავით ლორიაშვილმა. მან გადამწყვეტ ბრძოლაში ლატვიელ ვიქტორს რესკოს მოუგო.
დღეს ფინალში კიდევ სამი ქართველი სპორტსმენი იყო, თუმცა მოგებამდე შეხვედრის მიყვანა ვერც ერთმა ვერ შეძლო: მინდია ლილუაშვილმა ბელარუს ალექსანდრ კოკშასთან დათმო, ელენე ქებაძემ – უკრაინელ ანასტასია საპსაისთან, ხოლო ნინო ოძელაშვილმა – ბელარუს ანჟელა ჟილინსკაიასთან.
ხვალ ბრძოლაში კიდევ შვიდი ქართველი სამბისტი ჩაერთვება.