ქართველი რეჟისორის, უტა ბერიას „უარყოფით რიცხვებს“ საფრანგეთსა და იტალიაში ნახავენ
ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, უტა ბერიას „უარყოფით რიცხვებს“ საფრანგეთსა და იტალიაში ნახავენ.
ნოემბრის თვეში ფილმის მსოფლიო პრემიერა ჯერ Arras Film Festival-ზე გაიმართება, შემდეგ კი „უარყოფითი რიცხვების“ იტალიურ პრემიერას რომის დამოუკიდებელი კინოს ფესტივალი უმასპინძლებს.
უტა ბერიას სადებიუტო ნამუშევარი ფართო აუდიტორიამ პირველად ბაკურიანში, ქართული კინოს ფორუმზე ნახა. ფილმმა კინოკრიტიკოსებისა და კინოჟურნალსიტებისგან დადებითი შეფასება მიიღო.