პულას საერთაშორისო კინოფესტივალზე პროექტმა - „უარყოფითი რიცხვები“ ჯილდო მოიპოვა
პულას საერთაშორისო კინოფესტივალზე პროექტმა - „უარყოფითი რიცხვები“ ჯილდო მოიპოვა

ხორვატიაში, პულას საერთაშორისო კინოფესტივალზე პროექტმა – „უარყოფითი რიცხვები“, რომლის პროდიუსერი დავით ისაკაძეა, რეჟისორი კი უტა ბერია, ხმის პოსტპროდუქციის ჯილდო დაიმსახურა.

ფესტივალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან რამდენიმე ათეული საპროდიუსერო ჯგუფი იღებდა მონაწილეობას. საქართველოდან ფესტივალში ოთხი ფილმი მონაწილეობდა: „ჩემი სახლი ტყის პირას“ – პროდიუსერი თეკლა მაჭავარიანი; „ზამთრის დეპრესია“ – პროდიუსერი ვაკო კირკიტაძე; „დრამერი“ – პროდიუსერი ელენე მარგველაშვილი; „უარყოფითი რიცხვები“ – პროდიუსერი დავით ისაკაძე.

პულას კინოფესტივალი (Festival igranog filma u Puli) 1954 წლიდან ყოველწლიურად ხორვატიის ქალაქ პულაში ისტორიისა და არქიტექტურის ძეგლში — ძველრომაულ ამფითეატრში ტარდება.