ქართველი მოსწავლეები „ნასას“ კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრებიან
ქართველი მოსწავლეები „ნასას“ კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრებიან. „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული პროექტი „ბარნის სმარტ ლაბირინთი” გამოავლინა. პროექტის ავტორია სამეცნიერო გუნდი „ობერტონი“. მასში თბილისისა და ქუთაისის სკოლის მოსწავლეები სოფიო ჩიხლაძე, მარიამ გამრეკელაშვილი, ალექსანდრე ქაჯაია, გიორგი რიგიშვილი და იონა იობიძე მონაწილეობდნენ.
„ჩვენი გამოგონება სრულიად ახალი და ინოვაციური ნაბიჯია მედიცინასა და ბიოლოგიაში, რადგან იგი საშუალებას გვაძლევს შევამოწმოთ ახალი მედიკამენტის (პრეპარატის, სურსათის, საკვების, ჰაერის, თუ საკვების დაბინძურების და სხვ.) გავლენა მეხსიერებაზე და დავადგინოთ, რა ტიპის მეხსიერება აქვს საკვლევ ობიექტს“, – აცხადებენ პროექტის მონაწილეები.
მეორე ადგილზე გავიდა პროექტი „მოძრაობის სკანერი“ (199-ე საჯარო სკოლა, თბილისი), ხოლო მესამე ადგილი დაიკავა პროექტმა „ესკულაპე“ (სკოლა აია-ჯესს, წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური გიმნაზია, თბილისი, სენაკი). მეორე და მესამე ადგილზე გასული პროექტების ავტორები სხვადასხვა სამეცნიერო ბანაკებში მიიღებენ მონაწილეობას.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით ინოვაციის კონკურსი უკვე მეხუთე წელია ტარდება. მისი მიზანია ახალგაზრდებში ინტერესის გამოწვევა და მოტივაციის ამაღლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და ინოვაციების მიმართულებით. კონკურსის აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და „ნასას“ კოსმოსურ ცენტრთან თანამშრომლობით.