გერმანულ Voice-ს კიდევ ერთი ქართველი მონაწილე ჰყავს. ლუკა ნოზაძემ ბრმა კასტინგი წარმატებულად გადალახა. მან კონკურსის პირველ ტურში ჯეიმს ბეის სიმღერა Just for Tonight შეასრულა და მომდევნო ეტაპზე გადავიდა.
მორიგი შესარჩევი ტური, სახელწოდებით „რინგი“ დაახლოებით სამ კვირაში გაიმართება.
23 წლის ლუკა ნოზაძე, რომლის ფსევდონიმია Luka Nozza, ფრაიბურგში მდებარე ჯაზისა და როკის მუსიკალური სასწავლებლის სტუდენტია.
შეგახსენებთ, 2017 წლის გერმანული Voice-ის გამარჯვებული ქართველი მომღერალი ნათია თოდუა გახდა.