ქართველი კანონმდებლები კოპენჰაგენის 68-ე სესიის ფარგლებში, ბრიტანეთის, დანიისა და ნორვეგიის დელეგაციებს შეხვდნენ
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის კოპენჰაგენის 68-ე სესიაში მონაწილეობს.
ქართველი დეპუტატები სესიის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავენ ალიანსის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან. ქართველი კანონმდებლები უკვე შეხვდნენ ბრიტანეთის, დანიისა და ნორვეგიის დელეგაციებს.
დაგეგმილია შეხვედრები რუმინეთის და უნგრეთის დელეგაციებთანაც.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის კოპენჰაგენის 69-ე სესია გუშინ გაიხსნა, ორი დღის განმავლობაში ასამბლეის ხუთი კომიტეტის ფარგლებში ალიანსის 31 წევრი ქვეყნის პარლამენტის 274 წარმომადგენელი და პარტნიორი 25 ქვეყნის 100-ზე მეტი კანონმდებელი განიხილავს დღის წესრიგის თემებს, როგორებიცაა რუსეთის უკრაინაში შეჭრა, ვილნიუსის სამიტის შედეგების იმპლემენტაცია, ღია კარის პოლიტიკა, ნატოს თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკა.
კომიტეტებში მომზადებულია ანგარიშებიც, რომლებიც, მათ შორის, საქართველოს და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ეხება.
9 ოქტომბერს გაიხსნება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია, სადაც რამდენიმე რეზოლუციის პროექტს უყრიან კენჭს. რეზოლუციის პროექტებში ასევე არის ჩანაწერები ასპირანტ საქართველოსთან დაკავშირებით.