საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრები ევროპის ჩემპიონატიდან 39 მედლით დაბრუნდნენ.
ჩემპიონატზე მოასპარეზე 15 ახალგაზრდა ძალოსნიდან უმედლოდ არცერთი დარჩენილა.
გარდა ამისა, დამყარდა ევროპისა და საქართველოს რეკორდებიც.
ვაჟთა ძალოსანთა ნაკრების ანგარიშზე 33 მედალია. გოგონებმა ექვსი მედალი მოიპოვეს.
15 და 17-წლამდელთა შორის მედლების რაოდენობით საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.