ქართველი ძალოსნები ევროპის ჩემპიონატიდან 39 მედლით დაბრუნდნენ

02:15, 12.07.2023

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრები ევროპის ჩემპიონატიდან  39 მედლით დაბრუნდნენ.

ჩემპიონატზე მოასპარეზე 15 ახალგაზრდა ძალოსნიდან უმედლოდ არცერთი დარჩენილა.

გარდა ამისა, დამყარდა ევროპისა და საქართველოს რეკორდებიც.

ვაჟთა ძალოსანთა ნაკრების ანგარიშზე 33 მედალია. გოგონებმა ექვსი მედალი მოიპოვეს.

15 და 17-წლამდელთა შორის მედლების რაოდენობით საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

მსგავსი