ქართველი არბიტრი ექვსი ერის მატჩზე - ნიკა ამაშუკელი საფრანგეთისა და შოტლანდიის თამაშს იმსაჯებს #1TVSPORT
ქართველი არბიტრი ექვსი ერის მატჩზე - ნიკა ამაშუკელი საფრანგეთისა და შოტლანდიის თამაშს იმსაჯებს #1TVSPORT

რაგბის ქართველი არბიტრი ნიკა ამაშუკელი 2023 წლის 26 თებერვალს, ექვსი ერის მესამე ტურში საფრანგეთისა და შოტლანდიის ნაკრებების შეხვედრას განსჯის. 28 წლის ქართველ რეფერის რაგბის პრესტიჟულ ტურნირზე ზედიზედ მეორე წელია იწვევენ.

ამაშუკელი გახდა პირველი არბიტრი ტიერ 2 სარაგბო ქვეყნებიდან, რომელიც ამ ტურნირზე მიიწვიეს. გასულ წელს ის საფრანგეთისა და იტალიის მატჩზე – გვერდითი, ხოლო ირლანდიისა და იტალიის შეხვედრაზე მთავარი მსაჯი იყო.

„უზომოდ გახარებული ვარ, რომ ზედიზედ მეორედ წარვსდგები ექვს ერზე მთავარი მსაჯის რანგში. 26 თებერვალს „სტად ფრანსეზე“ საფრაგეთისა და შოტლანდიის შეხვედრას განვსჯი. ამ ტურნირზე პირველი დანიშვნა ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული მოვლენა იყო. ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ გავხდები ექვსი ერის ნაწილი და იქ საქართველოს წარვადგენ.

ქართველებისთვის ეს ტურნირი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც იტალიისა და უელსის დამარცხებით სერიოზული განაცხადი გავაკეთეთ. ვფიქრობ, ამ რანგის გათამაშებაზე ჩემი ყოფნა ძალიან დიდი სარგებელს მოუტანს ქართულ რაგბის. მსოფლიო თასის წინ ასეთი მაღალი დონის შეჯიბრებაში მოხვედრა იმის ნიშანია, რომ მსოფლიო რაგბის თვალთახედვის არეალში ვარ და მაქვს შანსი, მოვხვდე იმ 19 მსაჯს შორის, რომლებიც 2023 წელს საფრანგეთში მსოფლიო თასის შეხვედრებს მოემსახურებიან“, – განაცხადა ნიკა ამაშუკელმა.