ქართული რაგბის ისტორიაში გამორჩეული სიახლეა – ნიკა ამაშუკელი 2020/2021 წლების სეზონის ჩემპიონთა თასზე იმსაჯებს.
17 იანვარს, „პარიზ ლა დეფენს არენაზე“ „რასინგ 92“ „ჰარლექუინსის“ დაუპირისპირდება და ამ მატჩის მთავარი არბიტრი ნიკა ამაშუკელი იქნება.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი არბიტრი „ჩემპიონთა თასის“ შეხვედრას განსჯის.
ნიკა ამაშუკელი აგრეთვე იმსაჯებს ჩელენჯ თასის მეოთხე ტურის შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს ფრანგული „ბაიონი“ და იტალიური „ძებრე შეერკინებიან“.